Thursday, November 13, 2008

მე-100 საჯარო სკოლა, ქ.თბილისი

1. საცდელი პროექტი:

 “ახლა, ჩვენი ჯერია, მასწ!..“

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების მიერ მასწავლებლებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გაცნობა-სწავლება.


3. პროექტის სრული აღწერა: მასწავლებლების უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს, ან ნაკლებად იცნობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მათი მუშაობის პრინციპებს და გაკვეთილზე გამოყენების შესაძლებლობებს. მოსწავლეების უმეტესობა მეტ-ნაკლებად გარკვეულია ამ სფეროში. ისინი თითქმის ყოველდღიურად სარგებლობენ: ინტერნეტით, ”skype”-თ, ”ჩეთაობენ” და თამაშობენ. მათ შეუძლიათ გადასცენ თავიანთი ცოდნა საკუთარ მასწავლებლებს და მოგვევლინონ თუნდაც ერთხელ, მათ როლში.
მოსწავლეები გაუზიარებენ მასწავლებლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ელემენტარულ, საბაზისო ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ შემდგომში, გაკვეთილებზე ”ერთ ენაზე ილაპარაკონ”. 
მასწავლებლები შეძლებენ ინტერნეტით სარგებლობას, საკუთარი ელ. ფოსტის შექმნას და გამოყენებას, გაკვეთილისთვის საჭირო მასალების მოძიებას ინტერნეტში, მაგ: მწერლების ბიოგრაფიების, მუსიკოსების ნაწარმოებების გაცნობას. მოსწავლეები ასწვლიან მასწავლებლებს forum.ge სარგებლობას და მასში დისკუსიის გამართვას.
სწავლების შემდეგ გაიმართება პრეზენტაცია, მასწავლებლები მოახდენენ მიღებული ცოდნის დემონსტრირებას საკუთარი მოსწავლეებისა და სხვა მასწავლებლებისათვის. მათ შეეძლებათ მოსწავლეებთან კონტაქტი არასასწავლო დროსაც: დავალების მიცემა, დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის გაცვლა ინტერნეტით. მასწავლებელი იკონტაქტებს სხვა სკოლების კოლეგებთან.


4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-17/ მე-9, მე-10, მე-11.


5. ვადები/ ხანგრძლივობა: 30.11.08-30.05.09


6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინტერნეტის მუშაობის მოკლე აღწერა და მუშაობის პრინციპის ჩვენება;
საძიებელი სისტემების გაცნობა;
საკუთარი საგნისთვის საჭირო მასალების მოძიება;
ელ. ფოსტის შექმნა ინდივიდუალურად; წერილების გაგზავნა - მიღება;
forum.ge-ს მუშაობის გაცნობა, დარეგისტრირება, დისკუსიაში ჩართვა;
პრეზენტაციის გამართვა.


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
მასწავლებლების აქტიური ელ.ფოსტა;
ინტერნეტიდან ამოღებული საკუთარი საგნის მასალები;
გამომუშავებული უნარ-ჩვევები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩასატარებლად; 
forum.ge-ში საკუთარი სახელის და პაროლის არსებობა; 
forum.ge-ში მინიმუმ ერთი ახალი დამატებული დისკუსია და მასში ჩართული მოსწავლეები.


8. სარგებელი სხვებისათვის: 
სკოლას ეყოლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული მასწავლებლის უფრო მეტი რაოდენობა;
გაკვეთილები მოსწავლეებისათვის გახდება გაცილებით საინტერესო;
ეს მასწავლებლები გადასცემენ მიღებულ ცოდნას სხვა კოლეგებს;
გააქტიურდება ურთიერთობა არასასწავლო პროცესშიც - სხვა სკოლებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან.


9. სამუშაო ენა: ქართული.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საინფორმაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული უნარ ჩვევების ჩამოყალიბება;
ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება, მუსიკა და სხვა საგნები - მასალების მოძიება;
ისტ-ის საშულებების მოხმარების დემონსტრირება;
ისტ-ის საშულებების გამოყენება ინტეგრირებულ გაკვეთილებზე.


11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: 
ქუთაისის #34 საჯარო სკოლა.


12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: 

       ქეთი ჟვანია,

       თათა სამადაშვილი.


13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: 
      qetijvania@gmail.com
      tatasamadashvili@gmail.com


14. პროექტის ფორუმი: პროექტი ”ახლა ჩვენი ჯერია, მასწ!..”


15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: chvenijeri.blogspot.com